თბილისსა და რუსთავში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა“, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.










