უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
„დამპყრობლები ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას დემენტიევკას რაიონიდან, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს რამდენიმე თავდასხმა მითითებულ სოფელზე და მტერი აიძულეს უკან დაეხია“, – ნათქვამია განცხადებაში
გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა ბერესტოვოს, სოლედარის, ვერშინას, ნოვოლუგანსკოეს, ბახმუტის, იაკოვლევკასა და მაიორსკის დასახლებებში და საჰაერო დარტყმები ბერესტოვოეს, ბელოგოროვკას, ვერშინასა და იაკოვლევკას მახლობლად.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, წინსვლის მცდელობისას მტერმა ზიანი განიცადა და ქაოტურად უკან დახევა დაიწყო.









