აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ინდონეზიაში G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დახურულ ნაწილში რუსეთის დელეგაციას უკრაინის საზღვაო პორტებიდან სურსათის ექსპორტის განბლოკვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.
The Washington Post-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბლინკენმა რუსეთის დელეგაციას მიმართა და განაცხადა, რომ „უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის“ და „უკრაინის მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის“.
„ჩვენს რუს კოლეგებს მინდა ვუთხრა: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს?“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.









