ხულოში, სოფელ ბოძაურში, გამთენიისას შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, მშობლები და ბებია უსახლკაროდ დარჩა.
ცეცხლმა სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები სრულად გაანადგურა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენ.
ხულოს მერიაში განმარტეს, რომ ოჯახი უსაფრთხო ადგილას, ქირით გაიყვანეს, კომპენსირების საკითხს კი სპეციალური კომისია შეისწავლის.










