ექსპერტების თქმით, შანხაის პოლიციის ბაზიდან მონაცემთა სავარაუდო გაჟონვა, შეიძლება, მსოფლიოში მონაცემთა გაჟონვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყოს, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„ჰაკერები აცხადებენ, რომ შანხაის პოლიციის მონაცემთა ბაზიდან მიიღეს 1 მილიარდი ჩინელის მონაცემები. თუ ინფორმაცია დადასტურდება, შეიძლება ეს მონაცემთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაჟონვა იყოს“, – წერს Al Jazeera.
გასულ კვირას ჰაკერების ფორუმზე Breach Forums-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც რეგისტრირებულია როგორც „ChinaDan“, სხვებს შესთავაზა, მისგან იყიდონ თითქმის 24 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემები 10 ბიტკოინად, რომელიც დაახლოებით $200,000 ღირს.
მედიის ცნობით, საუბარია მილიარდი ჩინელის სახელებზე, გვარებზე, დაბადების თარიღებსა და მობილურის ნომრებზე. არსებული ინფორმაციით, ჰაკერების ხელში არასრულწლოვანთა მონაცემებიცაა.










