2022 წლის 5 ივლისს, 15:00 საათზე მედიის წარმომადგენლები პროკურატურასთან შეიკრიბებიან- მედიის ადვოკატირების კოალიციის ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგი გაიმართება.
განცხადების თანახმად, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრები ისაუბრებენ “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების ხარვეზებზე
“კოალიციის წევრი ორგანიზაციები შეახსენებენ სახელმწიფოს, რომ ჟურნალისტებს და მედიამენეჯერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. ისინი თითქმის ყოველდღე ხდებიან პოლიტიკოსების თუ წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები.
2021 წლის 5 და 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა, ვერ უზრუნველყო მათთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები. კოალიციის შეფასებით, ერთი წლის მანძილზე 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობდა” – ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად










