2 ივნისის განმავლობაში, კიევის ოლქში, ექსპერტებმა 346 ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული დღის განმავლობაში, 86,32 ჰექტარი ტერიტორიაა გამოკვლეული. შემოწმდა ოთხი ობიექტი, განეიტრალდა 346 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა“, – აცხადებენ უწყებაში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 152 328 ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს, მათ შორის 1 997 საჰაერო ბომბი.









