LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდი განსაცდელები იმიტომ ხდება, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში – მეუფე შიო

რა არის მთავარი – საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სიმართლე ღვთისა? – მეუფე შიოს ქადაგება

დაპოსტა 2022/07/03-ში
A A
133
ნახვა
გაზიარება

საკვირაო წირვა- ლოცვის დასრულების შემდეგ, სამებაში მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა:

“ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს გახლავთ მესამე კვირა დღე სულთმოფენობიდან და ეკლესიაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ქადაგებიდან ნაწყვეტი, სადაც იგი გვასწავლის, რა არის ცხოვრებაში უმთავრესი და რა არის მეორეხარისხოვანი.

აი, დღეს ტაძარი სავსეა ახალგაზრდობით, ჩვენ დღეს ვლოცავთ აბიტურიენტებს. მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა. და აი, დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გარჩევა, რა არის მთავარი და რა არ არის მთავარი.

უფალი ბრძანებს, რომ „ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ვინაიდან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და ეს ყველაფერი თქვენ მოგეცემათ“.

ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე სულაც არ ამბობს, რომ საერთოდ არ ეძიოს ადამიანმა მატერიალური სარჩო – რა ჭამოს, რა სვას, როგორ არჩინოს ოჯახი, არ გაისარჯოს ამისთვის და არ იშრომოს, ამას არ ამბობს უფალი; რამეთუ თავად უფალი ბრძანებს წმინდა წერილში: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“. ასევე წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ „ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს“. ამიტომ ამ შემთხვევაში უფალი ამბობს სიტყვას „პირველად“, იგი ამბობს „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა.

და სწორედ ეს არის მიზეზი, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ბევრი არაფერი დიდებული და აღსანიშნავი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში არ გვაქვს, ნამდვილი ქრისტიანობა გვაკლია, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ეძიებს მხოლოდ  მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას, აი, ამ ცათა სასუფევლისა და ღვთის სიმართლის ძიების გარეშე, მაშინ მას ეს მატერიალურიც არ ერგება. ხალხში არის ასეთი გამოთქმა, რომ ყელში ამოსდისო. აი, რაღაც მსგავსი ხდება.

გახსოვთ, ასევე მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ „დარჩება სახლი თქვენი ოხრად“, არ ერგება ადამიანს; ხოლო თუ ამ მატერიალურს – რა ჭამოს, რა სვას, რით შეიმოსოს და ა.შ. – ადამიანი ეძიებს ცათა სასუფევლის შემდეგ, საღვთო სიმართლესთან ერთად, მაშინ ყველაფერი ჯეროვნად აღესრულება, უფალი ყველაფერს გვაძლევს თავის დროზე. იმიტომ ბრძანებს უფალი ამ სიტყვებს, რომ მას თვითონ სურს, ჩვენზე იზრუნოს, მას შეუძლია ეს, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი ენერგია და ძალები დავხარჯოთ უმთავრესზე, უაღმატებულესზე.

ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ფასეულობას. თქვენ ახლა აბარებთ უმაღლესებში და ემზადებით დიდი ცხოვრებისთვის. ეს ეხება ყველა ფასეულობას, რასაც ჩვენ ვქმნით ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რა არის მთავარი – საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სიმართლე ღვთისა? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე. რა არის მთავარი – კაცობრიობის ცივილიზაცია, კულტურა, და ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ქმნის, თუ საღვთო სიმართლე? რა თქმა უნდა, სიმართლე ღვთისა არის მთავარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვქმნით რაიმეს, ჩვენი აზრით, ფასეულს, ვიმეორებ, ამის გარეშე უმადლოა.

ამიტომ არის, რომ გადის საუკუნეები და მიუხედავად მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა, არ იკლებს არც სიძულვილი, არც ომები, არც აგრესია, არც მკვლელობა, არც გარყვნილება და არც მძიმე ცოდვები. თუ საზოგადოებაც, ადამიანიც ქმნის ამ ფასეულობებს, ვიმეორებ, საღვთო სიმართლის ძიების შემდეგ და ძიებასთან ერთად, მაშინ ამ ყველაფერს სულ სხვა ელფერი ეძლევა, სულ სხვა ფასი აქვს და გვაძლევს დიდ სიკეთესა და ნაყოფს. რა არის ეს სიკეთე? ეს არის მშვიდობა, ეს არის სიხარული სულიწმიდაში.

 

აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ საოცარი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ.

 

ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა; და მოგვეცემა, როგორც გითხარით, მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიმართლე, რომელზეც საუბრობს მაცხოვარი და სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი რამ არის სწორედ სასუფეველი ცათა, რომელიც ჩვენ უნდა ვეძიოთ და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ჩვენშია, პირველ რიგში, ჩვენში უნდა ვეძიეთ ეს ყველაფერი, თუმცა გარეთაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენში ვეძიოთ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი და იმიტომ არის, რომ დღეს მთავარი სენი კაცობრიობისა არის უკმაყოფილება, მიუხედავად თითქოს ამქვეყნიური განვითარებისა, უკმაყოფილება არ იკლებს, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად არ იცვლება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი სასოება დავამყაროთ უფალზე და ვევედროთ მას, რომ არ მოგვაკლოს წყალობა თვისი და სასუფეველი ღვთისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“ – ნათქვამია მეუფე შიოს ქადაგებაში.

გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს
მთავარი

პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლასა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.  მისი განცხადებით, უფრო სასტიკად ნაცემია მისი მეგობარი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია და სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა შესვენების...

დაწვრილებითDetails

გიორგი მამარდაშვილი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მამარდაშვილი ლალიგის მარტის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელობის კანდიდატია
მთავარი

საქართველოს ნაკრებისა და “ლივერპულის” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ავტომობილის მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის 440 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. 27 იანვარს, 15:45-ზე პოლიციამ ის მაშინ დააფიქსირა, როცა საკუთარი ავტომობილით, Audi-თ უორინგტონთან ახლოს,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი კორპუსი, დევნილებისთვის დასრულდება

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ქუთაისში, შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი კორპუსი, დევნილებისთვის დასრულდება
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 14.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც უნდა დასრულდეს ჯერ კიდევ 2018 წელს დაწყებული და 2020 წელს შეჩერებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა....

დაწვრილებითDetails

პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. “ამ ეტაპზე ტარდება...

დაწვრილებითDetails

„ენსანასთან“ პარტნიორობის შემდეგ საირმე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და რეგიონში დასაქმების ახალი შესაძლებობები ჩნდება

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
„ენსანასთან“ პარტნიორობის შემდეგ საირმე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და რეგიონში დასაქმების ახალი შესაძლებობები ჩნდება
მთავარი

23 მაისს ბაღდათში კურორტ საირმის მენეჯმენტმა დასაქმების ფორუმი გამართა. მას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო. სტუმრებს კურორტ საირმეს სამომავლო გეგმებზე და „საირმის ერთიანი განვითარების პროექტზე“ კომპანიის სტრატეგიული ხელმძღვანელი ნიკა კოხოძე ესაუბრა,...

დაწვრილებითDetails

ბიჭ­მა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბაც გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბიჭ­მა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბაც გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა
მთავარი

ბიჭ­მა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბაც გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა  - სტატიას ambebi.ge აქვეყნებს. ხუ­თწ­ლი­ა­ნი რთუ­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბი­თა და კი­თხვე­ბით სავ­სე ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც პა­ნა­გი­ო­ტის­მა გა­ი­ა­რა, სა­ბო­ლო­ოდ უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბით დას­რულ­და: ბიჭ­მა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბაც...

დაწვრილებითDetails

პოლიციელებმა დაკავებულ მოქალაქეს სცემეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ტვ პირველი ავრცელებს კადრებს, სადაც გორის პოლიციის თანამშერომლები დაკავებულ პირს სცემენ. ვიდეო-მასალაში გარკვევით ჩანს, რომ თავდაპირველად მამაკაცს ერთ-ერთი პოლიციელი წიხლს ურტყამს, რის შემდეგადაც სავარაუდოდ დაკავებული ძირს ეცემა, თუმცა ძლადობა არც...

დაწვრილებითDetails

ბაღის აღმზრდელს მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

გარკვეული პირები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
„ეცადეთ, რომ ბავშვმა არ დალიოს“ – ექიმის გაფრთხილება მშობლებს
მთავარი

2026 წლის 1-ელი ივნისიდან ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ ისარგებლებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ იანვარში მიიღო. „2026 წლის 1-ელი ივ­ნი­სი­დან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"