საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი. თბილისის შემდეგ ჟაჟა ტრუბეკი ქუთაისში ჩავიდა, განახლებული აეროპორტი დაათვალიერა და მის პოტენციალს ადგილზე გაეცნო. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ბორტს აბრუნებს და 1 -ლი აგვისტოდან პირდაპირ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე. ავიაკომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სიხშირეები გაიზრდება ქუთაისიდან ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.
ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი...








