უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
„ჩვენ უკრაინას ვიცავთ, რომელიც სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა. ღმერთი ჩვენს მხარესაა და ამბობს, რომ შენი სახლის ბოროტებისგან დაცვა ცოდვა არ არის. ცოდვაა მისი არდაცვა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა „უნიტარული სახელმწიფოა“ და „ჩვენი ტერიტორია არსებულ საზღვრებში განუყოფელი და ხელშეუხებელია“.









