მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ფართოვდება, ბაიდენი და G7-ის ლიდერები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია, Reuters ავრცელებს.
შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ სწრაფი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სანქციების დაკისრების მიზნით, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დასაფინანსებლად საჭირო შემოსავლები შეუმცირდეს,
აკრძალვის მიზანი კი გლობალური ეკონომიკიდან რუსეთის იზოლაცია და ოქროს ბაზარზე რუსეთის მონაწილეობის შეზღუდვაა.აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას სამშაბათს გამოაქვეყნებს.










