რუსმა ოკუპანტებმა 70 წლის ქალი უმოწყალოდ სცემეს და ხერხემლის მალა გაუტეხეს, მას შემდეგ, რაც ქალმა უკრაინული პასპორტის ჩაბარებაზე უარი განუცხადა.
მედიის ცნობით, მანქანა, რომელშიც ქალი იმყოფებოდა, რუსეთის საგუშაგოზე გააჩერეს. წაართვეს ძვირფასი ნივთები. როდესაც ტატიანამ უარი თქვა უკრაინული პასპორტის მიცემაზე – ეს იყო მისი, როგორც უკრაინელის პრინციპული პოზიცია – ის ცემეს, რის შემდეგაც, სასწაულებრივად გაიქცა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ პატრიოტი ტატიანა ანტონიუკი მძიმედ დაშავდა, თუმცა მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ახლა ლვოვის საავადმყოფოში მკურნალობს.
”
მამაცმა ქალმა ხერსონიდან ევაკუაციის დროს, საგუშაგოზე რაშისტებისთვის პასპორტის მიცემაზე უარი თქვა, რის გამოც სასტიკად სცემეს. მან მაინც მოახერხა გაქცევა და თვეზე მეტია მკურნალობს ლვოვის საავადმყოფოში. ასეთ თანამემამულეებთან ერაღად არაფერია საშიში!”,- წერს გერაშენკო
გერაშენკო ამავე ცნობაში აღნიშნავს, რომ ტატიანას ის უკრაინული პასპორტით, აუცილებლად გაივლის მშობლიური ხერსონის ქუჩებში.









