LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისელი პედაგოგი წლის საუკეთესო მასწავლებლებლად დასახელდა

ქუთაისელი პედაგოგი წლის საუკეთესო მასწავლებლებლად დასახელდა

დაპოსტა 2022/06/24-ში
A A
639
ნახვა
გაზიარება

გლობალური კამპანიის ფარგლებში წელსაც გამოვლინდნენ საქართველოს საუკეთესო მასწავლებლები. მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს 2022 წლის საუკეთესო ათეული დღეს, 24 ივნისს დასახელდა.

სიაში ქუთაისის №33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი სოფიო ძიგრაშვილი

,,სპეციალური მასწავლებლის კარიერა დავიწყე სსიპ ქუთაისის № 33 საჯარო სკოლაში, 2019 წელს. გავხდი თვითმხილველი და მონაწილე იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგას საგანმანათლებლო სისტემა სსსმ მოსწავლეებთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან ვთანამშრომლობ სკოლებთან სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად (არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით, სოციალური მუშაკის პოზიციაზე), მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემდეგ, ნათლად დავინახე მოსწავლეების საჭიროებები და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების გაძლიერების აუცილებლობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სიმცირე.

 

სკოლა სამი მნიშვნელოვანი რგოლის: მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჯანსაღი თანამშრომლობის შედეგად ხდება წარმატებული, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მიღებას, არასრულწლოვანთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას, სასკოლო საზოგადოებისა და თემის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ჩემი მუშაობა წარვმართე არა მარტო მოსწავლეებთან, არამედ მასწავლებლებთან და მშობლებთან.

 

სპეციალური მასწავლებლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მიმაჩნია, იზრუნოს სასკოლო თუ სათემო სივრცეში მოქალაქეობრივი ღირებულებების განმტკიცების, ბავშვთა უფლებების დაცვის, განსხვავებულობისადმი ჯანსაღი მიმღებლობის უნარის განვითარებისთვის, საკუთარი ქცევით, განხორციელებული აქტივობებით, დამოკიდებულებით, ღირებულებებითა და ურთიერთობებით იქცეს სხვებისთვის მაგალითად.

 

ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, საგნის მასწავლებელთა მხრიდან მორგებული აქტივობისა და რესურსის შემუშავება, მშობლების ჩართულობის ნაკლებობა სასკოლო ცხოვრებაში. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, დავგეგმე და ვახორციელებ შეხვედრებს პედაგოგებთან ინკლუზიური განათლების არსის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნისა და განხორციელების საკითხებზე; პარალელურად, ჩამოვაყალიბე სკოლაში მშობელთა კლუბი, სადაც კლასების მიხედვით ვხვდები მშობლებს და განვიხილავთ ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, ბრაზისა და ემოციის მართვას, პოზიტიური მშობლობის არსს, ქცევის პოზიტიური განმტკიცების მეთოდებს.

მნიშვნელოვანია, ერთად ვირწმუნოთ, რომ შევძლებთ, განვვითარდებით, მივაღწევთ დასახულ მიზანს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას იზრდები, როგორც პიროვნება; გიჩნდება მოტივაცია და თავს ვალდებულად თვლი შეცვალო გარემო, შექმნა სივრცე, სადაც ყველა თანასწორია, განურჩევლად შესაძლებლობისა.

 

ვფიქრობ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სპეციალური მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში დამეხმარება. მომცემს საშუალებას, კიდევ ერთხელ დავანახო ყველა დაინტერესებულ პირს თუ რა საქმიანობას ვახორციელებთ სპეციალური მასწავლებლები, და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი როლი სასკოლო კულტურის განვითარების, არადისკრიმინაციული, მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო პროცესის დანერგვის ხელშესაწყობად.

 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დახმარებით, კიდევ ერთხელ ვეტყვი სასკოლო საზოგადოებას, რომ ინკლუზიური განათლება არ მოიაზრებს საგანმანათლებლო მიდგომას მხოლოდ სსსმ მოსწავლეებისთვის, არამედ ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა მოსწავლისთვის; უფრო მეტ ადამიანს მივაწვდენ ხმას, რომ განსხვავებულობა არის ნორმა, რომ ბარიერებს ჩვენ, ადამიანები ვქმნით. ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება სკოლიდან იწყება, ეფუძნება მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების ჯანსაღ ღირებულებებს – ერთობით მეტი შეგვიძლია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს არსებობის მანძილზე, პირველი პრეცედენტია, როდესაც სპეციალური მასწავლებელია ათეულში.

 

სწორედ ამიტომ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის დასახელების შემდეგ, დიდ სიხარულთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა დამეუფლა. პასუხისმგებლობა პროფესიის, ჩემი კოლეგების, მოსწავლეების, მშობლების წინაშე!

 

მჯერა, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ შევცვალოთ და უკეთესი გავხადოთ ბავშვების მომავალი!” – ამბობს სოფიო ძიგრაშვილი.

გაზიარება256

დაკავშირებული -პოსტები

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"