ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალში, დათვმა გრიგორ ავეტისიანის ოჯახის კუთვნილი ორი სკა გაანადგურა. ინფორმაციას გამოცემა Jnews ავრცელებს.
გრიგორ ავეტისიანის თქმით, მას სამი სკა ჰქონდა, რომელთაგან ორი დათვმა დაამტვრია.
მისივე თქმით, თითო სკა 300 ლარად შეიძინა და 20–20 კილო თაფლის დაწურვას აპირებდა.
ბოლო ერთ თვეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, დათვი ხუთამდე სოფელს დაესხა თავს, სადაც ათობით სკა განადგურდა.