,,გუშინ, 22 ივნისს ბერლინის ლიტერატურის სახლში გაიმართა ქართველი მწერლის, გურამ ოდიშარიას და აფხაზურ- და რუსულენოვანი მწერლის, სოხუმში მცხოვრები დაურ ნაჭყებიას გერმანულ ენაზე თარგმნილი ორწიგნეულის პრეზენტაცია.
გურამ ოდიშარია ჩამოვიდა, დაურმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა, რამდენადაც აცრის საკითხი საზღვარზე (რბილად რომ ვთქვათ, მთლად დადებითად რომ ვერ ახსენებ…) როგორც ჩანს, პირველ სექტემბრამდე მოხსნილი არ არის, ხოლო “სპუტნიკს” გერმანიაში არ აღიარებენ. ამიტომ დაური ზუმით ჩაერთო.
მწერლებმა ისაუბრეს აფხაზეთზე, ომზე, სოხუმურ ცხოვრებაზე. ბ-ნ გურამს დიდი ხანია ვიცნობ. დაურმა უაღესად დადებითი შთაბეჭდილება დატოვა იქ შეკრებილ საზოგადოებაზე.
იყო მასში რაღაც არზაყან ემხვარის დროინდელი ძველი აფხაზებისა. რაღაცნაირ სათნოებას და გონიერებას ასხივებდა ეს ადამიანი.
ომზე ასეთი რამ თქვა: ეს ომი გააჩაღა შევარდნაძემ, რომელიც პრორუსი პოლიტიკოსი იყოო. მას საქმე ელცინთან მეტ-ნაკლებად დალაგებული ჰქონდა, ომი კი იმიტომ დაიწყო, რომ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციას ვერ აგვარებდაო.”-კონსტანტინე გამსახურდია.










