LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბოლოს ისეთი ფრაზა ჩაილაპარაკა, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავტირებულიყავი – რას წერს ნანული ცხვედიანი

ბოლოს ისეთი ფრაზა ჩაილაპარაკა, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავტირებულიყავი – რას წერს ნანული ცხვედიანი

დაპოსტა 2022/06/21-ში
A A
290
ნახვა
გაზიარება

რაჯი – ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალურ ქსელში ამ სათაურიატ პოსტს აქვეყნებს და ქუთაისელი მეწაღის შესახებ წერს. პოსტს უცვლელად გთავაზოვთ:

,,გორასა და „ზასტავაზე“ მცხოვრები მეშვიდესკოლელები რუსთაველის ქუჩას რომ დავუყვებოდით, იქ, კინო „გამარჯვების“ კუთხეში, თითქმის ყოველთვის შევყოვნდებოდით, რომ ინტერესით შეგვევლო თვალი რაჯის საქმიანობისათვის.

რაჯი ძალიან ლამაზი ახალგაზრდა კაცი იყო. შავგვრემან სახეზე მოელვარე თეთრი კბილებით და დიდრონ შავ თვალებში მომწყვდეული შუქით თითქოს მზეს იჭერდა ჩვენთვის, ბავშვებისათვის, ისე თბილად შემოგვცინებდა. წინ თითქმის ყოველთვის ეჯდა ხის ყუთზე ცალფეხგაშვერილი რომელიმე პეწენიკი ქუთაისელი, რომლის „ტუფლებსაც“სულ პრიალი გაჰქონდათ რაჯის გამოისობით, ან „ზასტაველი“ და გორელი ბიჭები იდგნენ ჯიხურთან ჯგუფ – ჯგუფად,ხმამაღლა საუბრობდნენ, ხალისობდნენ, რაჯი კი თან ყურადღებით უსმენდა მუდმივ სტუმრებს, თან დიდი მონდომებით აგვირისტებდა ვიღაცების გაცვეთილ, ქუსლმობრეცილ თუ ლანჩაამძვრალ ფეხსაცმელებს.

 

რაჯი ჩვენი სანდლების, „ბასანოშკებისა“ და „ბატინკების“დიდებული მკურნალიც გახლდათ. ფაქიზად, განსაკუთრებული ოსტატობით განაახლებდა ხოლმე ყოველ მათგანს. აბა, სად იყო მაშინ, დღეს რომ არის ასარჩევად, იმდენი სახეობის, ფირმისა და მოდელის ფეხსაცმელი! რაჯისაც საქმე აღარ ელეოდა. ჰოდა, ასე, ნელ -ნელა იზრდებოდნენ, ასაკის კვალად, მის მარჯვე ხელებში ჩვენი ფერად -ფერადი ფეხსაცმელები.

ასე გამოჰყვა ჩვენს ღრმა ბავშვობას „აისორი“ (ასურელი, ასირიელი) მეწაღე, გარეგნობით ინდური კინოს ვარსკვლავს რომ ჰგავდა და სახელიც თითქოს შესაფერისი ჰქონდა. მთავარი მაინც მისი პიროვნული თვისებები იყო – ეს თბილი, გულითადი, კეთილშობილი კაცი რაღაც უცნაური, ნათესაური სიყვარულით უყვარდა დიდსა და პატარას.

 

წლები აღარ მენახა, მაგრამ მთელი ცხოვრება მახსოვდა და დარწმუნებული ვარ, ჩემსავით, ბევრსაც მოაგონდებოდა ხოლმე ჩვენი რაჯი.

სამწუხაროდ, 2017 წელს გარდაცვლილა, 80 წლის ასაკში. არ გამიგია, თორემ უკანასკნელ გზაზე როგორ არ გავაცილებდი!..

 

ამ დღეებში ერთი ასირიელი კარგი ქალბატონის დაკრძალვაზე გახლდით ბალახვანში, იონანიძეებში. თვითონაც არ ვიცი, რატომ გამახსენდა ჩვენი რაჯი, გვერდით მჯდომ ახალგაზრდა ქალბატონს ვკითხე, აქ, შემთხვევით, რაჯის ნათესავებიც ხომ არ არიან -მეთქი. მიცვალებული რაჯის დაა, აი,ის კი, ერთ-ერთ ჭირისუფლად რომ ზის, მისი მეუღლე გახლავთო.

 

… ასე გავიცანი ქალბატონი ანიკო, რომელიც დიდი პატივისცემით მოვიდა ჩემთან. მე სულ რამდენიმე წუთში გავიგე მისგან, რომ რაჯის გასვენებაში უამრავი ხალხი მოსულა მისი საყვარელი უბნებიდან . გორელ და „ზასტაველ“ ბიჭებს მაშინვე დაუწყიათ ხელმოწერების შეგროვება, რომ იმ ჯიხურთან, სადაც თითქმის ნახევარი საუკუნე მუშაობდა რაჯი, პატარა ძეგლი დადგმულიყო. „მე ვთქვი უარი – მის საფლავზე დგას ბიუსტი და აღარ იყო საჭირო კიდევ ქალაქის შეწუხებაო“, მოკრძალებით ბრძანა ქალბატონმა ანიკომ.

 

ბოლოს ისეთი ფრაზა ჩაილაპარაკა, ყელში რაღაც გამეჩხირა და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავტირებულიყავი:

 

– რაჯი გორა -„ზასტავის“ მოსახლეობამ შეარქვა. მისი ნამდვილი სახელი ილია იყო, ილია იონანიძეო.” – წერა ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 8 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს საბას (ინწკირველი) მიერ მიღებული კანონიკური გადაწყვეტილების შესახებ... ჩვენთვის ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს საბას (ინწკირველი) მიერ მიღებული კანონიკური გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.49%-ით მატებას...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 8-9 აპრილს საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 8 აპრილს...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო...

დაწვრილებითDetails

“მივეჩვიე, რომ ვამბობდი: გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას…ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ”- მეუფე შიო

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის...

დაწვრილებითDetails

ილუაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დაიხურა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 7, 2026
0
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვა პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა. ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლილუაშვილის მხარე პროცესის დახურვის წინააღმდეგია....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 31 მაისს იგეგმება

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 7, 2026
0
ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 31 მაისს იგეგმება
მთავარი

ფურშეტი და 200 დრონის შოუ - ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 650,000 ლარი დაჯდება ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური და ინოვაციების ჰაბის გახსნა იგეგმება, რომლის ფარგლებში მასშტაბური საპრეზენტაციო ღონისძიების ორგანიზებაც უკვე...

დაწვრილებითDetails

“ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს – 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია....

დაწვრილებითDetails

საქართველოში ელექტროენერგია 87 378-ჯერ გაითიშა

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

საქართველოში 2025 წელს, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის 87 378 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში ელექტროენერგეტიკის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"