LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ხდება თავისუფლების მოედანზე (+ვიდეო)

რამდენი ადამიანი მივიდა გუშინ რუსთაველის გამზირზე

დაპოსტა 2022/06/21-ში
A A
784
ნახვა
გაზიარება

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 20 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში “შინ ევროპისკენ”. დემონსტრანტების მიახლოებითი რაოდენობა გამოცემა “ნეტგაზეთმა” დაითვალა.

 

“ნეტგაზეთის” მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი – 160 000.

 

გამოცემა წერს, რომ დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც”ნეტგაზეთმა” გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.

 

მათივე ინფორმაცით, მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი – ოთხზე.

“20 ივნისს “შინ, ევროპისკენ” დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი, 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს.

 

ჩვენს გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე, შიდა ქუჩები, სადაც ნეტგაზეთის რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები. ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 3-ზე, 3.5-სა და 4-ზე.

 

მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ 20 ივნისის აქციაში, მინიმუმ, 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 140 000, მაქსიმუმ კი — 160 000.

 

აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზემოხსენებული მეთოდით “ნეტგაზეთმა” მხოლოდ მიახლოებითი რაოდენობა დათვალა.

 

რა ხდება?

თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია 20 ივნისს საღამოს დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ევროპარლამენტარებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

 

მოძრაობა „სირცხვილიამ“ დღეს, 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. მანიფესტის მიხედვით, მოძრაობის მიზანი იქნება საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა.

 

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია გაიმართება 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა დასასრულს მსვლელობა მოაწყვეს ევროპის მოედნის მიმართულებით, – წერს ნეტგაზეთი.

გაზიარება314

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 8 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს საბას (ინწკირველი) მიერ მიღებული კანონიკური გადაწყვეტილების შესახებ... ჩვენთვის ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს საბას (ინწკირველი) მიერ მიღებული კანონიკური გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.49%-ით მატებას...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 8-9 აპრილს საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 8 აპრილს...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო...

დაწვრილებითDetails

“მივეჩვიე, რომ ვამბობდი: გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას…ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ”- მეუფე შიო

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის...

დაწვრილებითDetails

ილუაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დაიხურა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 7, 2026
0
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვა პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა. ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლილუაშვილის მხარე პროცესის დახურვის წინააღმდეგია....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 31 მაისს იგეგმება

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 7, 2026
0
ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 31 მაისს იგეგმება
მთავარი

ფურშეტი და 200 დრონის შოუ - ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 650,000 ლარი დაჯდება ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური და ინოვაციების ჰაბის გახსნა იგეგმება, რომლის ფარგლებში მასშტაბური საპრეზენტაციო ღონისძიების ორგანიზებაც უკვე...

დაწვრილებითDetails

“ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს – 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია....

დაწვრილებითDetails

საქართველოში ელექტროენერგია 87 378-ჯერ გაითიშა

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

საქართველოში 2025 წელს, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის 87 378 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში ელექტროენერგეტიკის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"