21 ივნისს ფენ-შუის სპეციალისტები წელიწადის უძლიერეს დღეს უწოდებენ.
გვერდი Feng Shui – წარმატების ვარსკვლავი საზოგადოებას ურჩევს, რომ ეს დღე არ გამოტოვონ…
“არ გამოტოვოთ, მზებუდობაა, ენერგეტიკულად უძლიერესი დღე, გამოიყენეთ მისი ჯადოსნური ენერგიები თქვენს სასიკეთოდ.
რეკომენდაციები:
შეხვდით გამთენიისას ახალ დღეს,
დღის მანძილზე ატარეთ ოქროს ან ოქროსფერი სამკაულები,
ჩაიცვით ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ნებისმიერი ხასხასა ფერის ტანისამოსი,
იყავით მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე,
ბევრი იცინეთ,
რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმეთ მზის სხივებში ყოფნას (გონივრულად),
ჩაუთქვით ან ჩამოწერეთ ნანატრი სურვილები ასრულებულ დროში,
აუცილებლად ივახშმეთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად,
ყველა შენაძენს განსაკუთრებული ძალა ექნება,
დაეხმარეთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს (ეს გაწმენდს თქვენს კარმას)
დაწერეთ ან ხმამაღლა თქვით – “მზებუდობამ ზღაპრული ბედნიერება მომიტანა”. გამოიყენეთ ეს რეკომენდაციები და შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისაკენ.” – წერს გვერდი.










