სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, 9 წლის მოზარდი დაიხრჩო.
შემთხვევა 17 ივნისს იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სწორედ იმ დროს, ძლიერი წვიმა დაიწყო და ქარი ამოვარდა. რის გამოც, ვარაუდობენ, რომ მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. მოზარდის ცხედარი სწორედ სანიაღვრე არხში იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Mtavari.tv










