LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ” -კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისათვის” განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამიას დაპატიმრებით რეალური საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს – მედიის ადვოკატირების კოალიცია პრეზიდენტს მიმართავს

დაპოსტა 2022/06/16-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება
მედიის ადვოკატირების კოალიცია პრეზიდენტს სალოომე ზურაბიშვის  მიმართავს და ნიკა გვარამიას შეწყალებას თხოვს.
“ქალბატონო პრეზიდენტო,
მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ და დადებითად გადაწყვიტოთ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი, რადგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის “მთავარი არხის” დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის დაპატიმრებით რეალური საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სამართლიანი კრიტიკა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის 2022 წლის 8 ივნისის რეზოლუციაშიც „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ“ აისახა, რომლითაც ევროპარლამენტმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში.
მოხარული ვართ, რომ თქვენ მიერ 2022 წლის 14 ივნისს გაჟღერებული წუხილი, ევროპასთან ინტეგრაციის ხარვეზებთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას უდროოდ დაკავებას და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დასჯასაც შეეხო. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქართველოს სახალხო დამცველის [1], საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს [2] და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [3] მიერ მომზადებული შეფასებები. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას არაერთი შიდა და საერთაშორისო აქტორი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს [4].
მოგეხსენებათ, შეწყალების ინსტრუმენტი სახელმწიფო მეთაურთა ძალაუფლების პაკეტის ისტორიული კომპონენტია. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ კომპეტენციად განიხილავს. ურთიერთშეკავების და გაწონასწორების (checks and balance) მექანიზმში მინიჭებული ფუნქციების მიღმა, სამართლის დოქტრინაში შეწყალების ინსტრუმენტის რამდენიმე ტრადიციული მიზანი განიხილება. მათ შორისაა ერის კონსოლიდაცია და სახელმწიფო ინტერესების დაცვა.
ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი განსაკუთრებული შემოთავაზებაა ქართული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
? მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.
? თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით დაამტკიცოთ ევროკავშირის წევრობის რეალური სურვილი და მზაობა ქვეყანამ გადალახოს არსებული დაბრკოლებები.
[1] საქართველოს სახალხო დამცველი დასკვნა https://bit.ly/38sfrOF და https://bit.ly/3QgUIyB
[2] საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დასკვნა https://bit.ly/3l2ZEZh და https://bit.ly/3mVvQPb
[3] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა https://bit.ly/3aZe2A6
[4] სტატია:ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს https://bit.ly/39no5id ” – ნათქვამია განცხადებაში.
? ხელმომწერი ორგანიზაციები
1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
2. ლიბერალური აკადემია თბილისი
3. მედიაკლუბი
4. მედიის განვითარების ფონდი
5. მედიაომბუდსმენი
6. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
7. სატელევიზიო ქსელი
8. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
9. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
10. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
11. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
12. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
13. ღია საზოგადოების ფონდი
გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართლი ოცნება“ ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

ქუთაისში 7 აპრილს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ამ მისამართებზე შუქი გაითიშება:   13:45 საათიდან  15:30...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოცემის მიზანია ფართო...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
“საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები”- ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან, კონსტრუქციულ თანაცხოვრებას და ახალ ინიციატივებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი...

დაწვრილებითDetails

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მთავარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი ამ წუთებშიც აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
როგორი იქნება დღეს სააღდგომო მსახურება ტაძრებში?
მთავარი

საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს. გაფართოებულ კრებას წინ უძღვის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც 3 კანდიდატი უნდა დასახელდეს. სხდომის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. სასულიერო პირების განმარტებით, ეკლესიის ახალი...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 694 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.35%-ით მატებას...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს. შესაბამისი ცვლილებები “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ხორციელდება და მას პარლამენტის დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი
მთავარი

თბილისის შემოვლით გზაზე, რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთმანეთს ევაკუატორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მსუბუქი მანქანის მძღოლი, ევაკუატორის მძღოლი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"