LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბავშვებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა აუცილებელია – ივანე ჩხაიძე

მაიმუნის ყვავილის მიმდინარეობა საკმაოდ ხანგრძლივია – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

დაპოსტა 2022/06/16-ში
A A
46
ნახვა
გაზიარება

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გზა სრულიად განსხვავებულია. ის არ ვრცელდება იოლად, არ გადადის მარტივად ჰაერწვეთოვანი გზით, მას სჭირდება ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტი, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანხე ჩხაიძემ განაცხადა.

„ამ თვალსაზრისით შეიძლება, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება იყოს. ეს არ არის კორონავირუსი, ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის. რაც შეეხება დაავადების სიმპტომებს: ეს არის ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე და ერთი რაც მნიშვნელოვანია, გამონაყარის გაჩენას წინ უძღვის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ეს არის სწორედ ძირითადი განსხვავება „ჩუტყვავილას“, რომელიც ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და „მაიმუნის ყვავილს“ შორის. გამონაყარი ვრცელდება ძირითადად სახისა და კიდურების არეში, ასე რომ ამ თვალსაზრისით ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ექიმისთვის არ წარმოადგენს სირთულეს. თუ იქნება ასეთი შემთხვევა, გამონაყარის ტიპური ბუნებიდან გამომდინარე, ის აუცილებლად იქნება შესწავლილი და გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა ცენტრს რეგიონებში დატოვებული აქვთ დეტალური ინსტრუქცია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, დაავადების მიმდინარეობა საკმაოდ ხანგრძლივია.

„ორიდან-ოთხ კვირამდე პერიოდში გრძელდება დაავადება და აქ ყველაზე მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა კეთდება გამონაყარზე. გამონაყარი სხვადასხვა სტადიებს გადის თავისი და მთლიანობაში საკმაოდ ხანგრძლივია ეს პერიოდი, მაგრამ ერთი რაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს „მაიმუნის ყვავილის“ ის ფორმა, რომელიც ახლა გავრცელებულია ევროპაში, მიეკუთვნება შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობის დაავადების კატეგორიას ვირუსის ბუნებრიობიდან გამომდინარე. ორი განსხვავებული ტიპის ვირუსია, რომელმაც შეიძლება, „მაიმუნის ყვავილი“ გამოიწვიოს, ის რაც ევროპაშია გავრცელებული და ამერიკაში მსუბუქი მიმდინარეობის ვირუსია. აფრიკაშიც კი ძალიან დაბალი სიკვდილიანობა ახასიათებს.

შეიძლება, კიდევ დაფიქსირდეს საქართველოში, თუმცა ეს იქნება ერთეული შემთხვევა, რადგან ამ დაავადების გავრცელება საჭიროებს ძალიან სპეციფიკურ გარემოს, საჭიროებს მჭიდრო და ხანგრძლივ კონტაქტს, საჭიროებს მოგზაურობის ისტორიას, თუმცა საქართველო არ განეკუთვნება იმ ქვეყნების კატეგორიას, საიდანაც ბევრი ჩადის ცენტრალური აფრიკაში ან დასავლეთ აფრიკაში. შეიძლება, იყოს ერთეული შემთხვევები, თუმცა არა იმდენი, როგორც დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში. ის, რომ ჩვენ ერთი შემთხვევა აღმოვაჩინეთ, არ ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში კიდევ მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა“, – განაცხადა ჩხაიძემ

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი
მთავარი

თბილისის შემოვლით გზაზე, რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთმანეთს ევაკუატორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მსუბუქი მანქანის მძღოლი, ევაკუატორის მძღოლი...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ჩაქვში – ავარიას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ამასთან, პენიტენციური აქვეყნებს იმ საკვების ჩამონათვალს, რომლის შეტანასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეძლებენ....

დაწვრილებითDetails

როდის უნდა ველოდოთ გაზის ტარიფის ზრდას

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

ბუნებრივი აირის ტარიფები საქართველოში 2026 წლის დეკემბრამდე უცვლელად შენარჩუნდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, ამჟამად ქვეყანაში გაზის 1-წლიანი ტარიფები მოქმედებს. შეგახსენებთ, სემეკ-ის მიერ მოქმედი ტარიფების 1 წლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში პური და ფქვილი გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
მთავარი

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის პური 16%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. ამავე მონაცემების მიხედვით, წლიურად 13%-ითაა გაძვირებული ხორბლის ფქვილი. რაც შეეხება თვიურ...

დაწვრილებითDetails

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება. საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ესკიზის შენახვა
მთავარი

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. თვითდასაქმებულები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, კომპანია "მაქსიმში" მგზავრობის ტარიფი არ დაკორექტირებულა, რის გამოც ისინი მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

დაწვრილებითDetails

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წირვის შემდეგ შესრულდება ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი....

დაწვრილებითDetails

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო. 2026 წლის ერთიანი ეროვნული დასაერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე - online.naec.ge - 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ....

დაწვრილებითDetails

დღეიდან ვნების კვირა დაიწყო

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
დღეიდან ვნების კვირა დაიწყო
მთავარი

დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო. ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია. ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"