LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა

აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა

დაპოსტა 2019/11/11-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება

 

 

სტატიის ავტორი: ჯეიმს ბაქჰუსი

 

სირიიდან ამერიკის სამხედრო შეიარაღების უცაბედი და წინასწარ გაუთვლელი გამოყვანის დროს, როდესაც ყოველდღიურად იზრდება გაურკვევლობა იმაში, თუ რამდენად სურს შეერთებულ შტატებს იმათი მხარდაჭერა, ვინც ამერიკის გვერდით იდგა ახლო აღმოსავლეთში, დგება იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გაძლიერდეს ჩვენი კავშირები ქვეყნებთან შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე გზაჯვარედინზე მყოფ საკვანძო რეგიონში. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო, ხოლო რეგიონში ასეთი პოზიტიური და განგრძობადი წარმომადგენლობის განმტკიცების გზა და საშუალებაა აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.

სტრატეგიულად, კომერციულად და – არანაკლებ მნიშვნელოვნად – მორალურად,  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკების დაწყების თაობაზე საქართველოს მიერ ხშირად გაჟღერებულ სურვილზე  რეაგირება ახლა ძალიან ლოგიკური იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის. ეს არა მხოლოდ განამტკიცებდა ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, არამედ ის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც განუმტკიცებდა რწმენას იმაში, რომ აშშ აგრძელებს ალტერნატივების შეთავაზებას იმ ავტორიტარულ რეჟიმებთან შეგუების ნიშნად, რის გარემოცვაშიც და რის საფრთხის ქვეშაც იმყოფებიან.

სტრატეგიულად საქართველო უხეში შეცდომით მოიაზრება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვად, დასავლეთიდან – ევროკავშირით, ჩრდილოეთიდან  – რუსეთით, სამხრეთიდან – თურქეთით და ირანით, ხოლო აღმოსავლეთიდან – ჩინეთით. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წლიდან ქართველები ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისკენ იხედებიან მომავლისთვის შთაგონების მისაღებად.

ამის კეთება იოლი არ არის ამ სამეზობლოში. რუსეთის სამხედრო შემოტევა 2008 წელს საქართველოს ძვირად დაუჯდა – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფასად. ჩრდილოეთიდან ამ რეგიონებით ესაზღვრება ქვეყანა რუსეთს და ეს ფასი გამოიხატება ქვეყნის ეროვნული ტერიტორიის 20 პროცენტით. რუსეთის მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მათ მსგავსად,თურქები და ირანელებიც ცქმუტავენ,თავდაჯერებულები და თან არც ისე შორს არიან. ამ ყველაფრის მორევში, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თუ გაფორმდება ეს ძლიერ გზავნილადიქცევა იმის დასტურად, რომ ამერიკას ვალდებულება გააზრებულად აქვს ნაკისრი ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე მისი წარმომადგენლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.

კომერციულად, უამრავი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ ამერიკელმა მეწარმეებმა და პერსონალმა დიდად იხეირონ. საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ამ უწყების წესების ჩარჩო სისტემის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკის გახსნისა და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციისთვის.დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს პოზიცია 124-ე ადგილიდან მე-16 ადგილამდეა დაწინაურებული ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, რომელსაც „Heritage Foundation“აქვეყნებს. ეს უშველებელი ნახტომია, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია ამ რეიტინგული შეფასების არსებობის ისტორიაში. კომუნისტური წარსულის ეკონომიკური ინერციიდან გამოსული ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში აღარ მოიხსენიება როგორც „ეკონომიკურად რეპრესირებული“, არამედ „ეკონომიკური თავისუფლების მქონე“ ქვეყნად წარმოჩინდება.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით მისი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდებოდა – წელიწადში 4.8 პროცენტით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მდგრადი მშპ ზრდის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად დაახლოებით 4.9 პროცენტი იქნება 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. ამავდროულად, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 39 პროცენტიდან 22 პროცენტამდე და ეს ყველაფერი ერთ ათწლეულში მოხერხდა.

საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი.  ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის  გზით.

ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა: „სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა. ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანიამივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის  ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს.“

მორალურადაც ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყოს მუშაობა. საქართველო აგრძელებს შეერთებული შტატების ერთგულ და სანდო პარტნიორობას. მას წლების განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ავღანეთში ამერიკული მისიის დახმარებაში. ქართველები კვლავ მსახურობენ ხსენებულ ბაზაზე. ავღანეთში ჩვენი კოალიციის წევრებს შორის და მოსახლეობის სულადობრივად ყველაზე მაღალია მსხვერპლთა რაოდენობა ქართველებს შორის. როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ჩვენს გვერდით დგას ბრძოლაში, ამერიკელებს მინიმუმ თავისუფალი ვაჭრობა მაინც უნდა გვინდოდეს მათთან.

საქართველო ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც  ტრამპის ადმინისტრაციას აქვს განსაზღვრული ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებისთვის.  წინა მოწვევის კონგრესში, 2018 წელს წარმომადგენელთა პალატამ კანონი მიიღო, რომლითაც საქართველოს დავუჭირეთ მხარი და აშშ სავაჭრო წარმომადგენელი დავავალდებულეთ რეალური ნაბიჯები გადაედგა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს კანონი ამ მოწვევის კონგრესში უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, ხოლო ხელი მოეწეროს პრეზიდენტის მიერ.

მსოფლიოში მზარდი არეულობის პირობებში შეერთებული შტატების სანდოობის, საიმედოობისა და უსაფრთხოების გამო, სწორედ ახლა დგება ამ ნაბიჯის დრო.

თეგები: აშშვაჭრობა. საქართველო
გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სამუშაოების გამო, ორშაბათს, ბათუმის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგია 29 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. „ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ორშაბათს, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა,...

დაწვრილებითDetails

იტალიაში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

იტალიაში, მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი კალაბრიაში იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მომხდარის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ივნისს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

27 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი – ენერგიით სავსე დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა. ეცადეთ, გადაწყვეტილებები ემოციების გავლენით არ მიიღოთ.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ან...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს,...

დაწვრილებითDetails

“ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე”- ტატა ხვედელიანი პრემიერს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
“ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე”- ტატა ხვედელიანი პრემიერს
მთავარი

ახლა თქვენ გიცავენ ადამიანები: მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი გიორგი სოსიაშვილი, სანამ ეს უკანასკნელი წიგნებს წერდა, გიორგი ჩაკვეტაძე პოზირებდა სააკაშვილთან ფოტოებში. ეს არის „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე, -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"