გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა უარი თქვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაზე იმის შესახებ, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი ხუთშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად, კიევში გაემგზავრება, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ამას ჯერ არ ვადასტურებთ“, – განაცხადა სპიკერმა.
შოლცი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ კიევში არ ყოფილა, ამის გამო, კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. მისი თქმით, არასწორია კრიტიკა, თითქოს, უკრაინისთვის დახმარების გაწევის თვალსაზრისით, გერმანია ლიდერი არაა.
ინფორმაცია შოლცის კიევში ვიზიტის შესახებ „ბილდმა“ გაავრცელა.









