უკრაინის საელჩო იაპონიაში უახლოეს მომავალში ოდესაში წყლის გამწმენდ 33 პორტატულ მოწყობილობას გაუგზავნის, – ინფორმაციას Ukrinform-ი იაპონიაში უკრაინის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უახლოეს მომავალში, ოდესაში გადაიგზავნება წყლის გამწმენდი 33 პორტატული მოწყობილობა. ჩვენ ვთხოვთ ოდესას, გაუზიაროს ისინი მიკოლაევს. მინდა მჯეროდეს, რომ ისინი საჭირო აღარ იქნება, მაგრამ მათი ქონა აუცილებელია“, – წერს დიპლომატი Facebook-ზე.









