“ზელენსკი დაუჯერებელია, მან ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ დროს ხალხი გააერთიანა” – უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დაუჯერებელი” უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ძალიან ამაყობს იმით, თუ როგორ უმკლავდება ომს უკრაინა და უკრაინელი ხალხი.
შევჩენკომ თქვა, რომ კიევში ბოლო ვიზიტის დროს, მას “ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტთან” და მათ საუბრისას აღნიშნეს, რომ უკრაინას საკუთარი ქვეყნის დაცვა და მშვიდობის დამყარება შეუძლია.
“უკრაინის ისტორიის ყველაზე რთულ დროს, მან [ზელენსკიმ] ხალხი გააერთიანა და მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გზავნილი გაავრცელა. უკრაინელი ხალხი არ უნდა დანებდეს, ჩვენ გვინდა დემოკრატია, ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის და ეს არის გზავნილი ყველასთვის”. – თქვა შევჩენკომ BBC Radio 5 Live-თან ინტერვიუში.









