კინოთეატრ ,,ამირანის” წინ შეკრებილებმა, ფილმის ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით, ლგბტ თემის დროშა დაწვეს.
მათი მოთხოვნაა საქართველოს კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის ჩვენება არ გაიმართოს.
ფილმში გეი წყვილის ისტორიაა გადმოცემული, თუმცა იგი ასევე ქართულ კულტურასა და
თვითმყოფადობასაც ასახავს.