დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს საღამოს უნდა გაიმართოს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
კენჭისყრის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული შესახებ ინფორმირებულია ბორის ჯონსონიც. როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, ჯონსონი მიესალმება კენჭისყრის დანიშვნას, რადგან მისი თქმით, „ეს დაასრულებს თითქმის ერთთვიან სპეკულაციებს და მთავრობას წინსვლის საშუალებას მისცემს“.
ბორის ჯონსონს პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადასაყენებლად 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა არის საჭირო.









