ნიტა ბოკუჩავა:
,,თითქმის მთელი ღამე განგაში იყო… 6 საათი იყო დაწყებული საშინელი აფეთქების ხმა იყო, 6 რაკეტა გამოუშვეს კიევის მიმართულებით, ПВО -მ კარგად იმუშავა და რამდენიმე ჩამოაგდო…
მარცხენა სანაპიროზე დარნიცის რაიონი, დნეპროვსკის და ბრავარის რაიონში ჩამოვარდა.
სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს და რკინიგზაც დაზიანდაო ამბობენ… სასიხარულო ის არის რომ მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულები არიან…
დნეპრი, ოდესა და ნიკოლაევიც დაბომბეს? იქ მსხვერპლი არის…
ყველაზე საშინელი შეგრძნება ის არის, რომ თითქოს ყველა შეეჩვია (მათ შორის ჩვენც) და ყოველდღიურობად იქცა – განგაში ( შემზარავი სირენების ხმა) რომელიც განგრევს შინაგანად და ზოგჯერ გინდა ყურები დაიცო, რომ არ გესმოდეს ეს საზარელი ხმა ☹️
ვერ გადმოვცემ როგორი გავხდი, თითქოს ყველა ემოცია გამიქრა, შიგნით სიცარიელე მაქვს და რობოტივით ვაკეთებ ყველაფერს… მართლა ვეღარ ვტირი, უკვე აღარ მაქვს ცრემლები… იმდენი ახლობელი დამეღუპა.
არადა, წერენ კიევში სიცოცხლე ჩქეფს და ისევ ძველებურ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდაო…
რა საშინელია, როცა განგაში შეწყდება და დილით ადრე სამარისებური სიჩუმე, ცარიელი ქუჩები…
თითქოს ადამიანები არ ცხოვრობენ და მოგვიანებით თითო-თითოდ გამოდიან ადამიანები, მანქანების შეუჩერებელი მოძრაობაც ერთვის და რაღაც მომენტში ფიქრობ ყველაფერი სიზმარი იყო სანამ ისევ სირენების ხმა არ შეწყვეტს შენს ფიქრებს ☹️
ალბათ ოდესმე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი…”.










