ხონის მეორე საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის და გამორჩეული პედაგოგის ჯამბულ კუხალაშვილის სახელობის მათემატიკის კლას-კაბინეტი გაიხსნა.
იდეის მხარდამჭერია მარიამ კუხალაშვილი . ამიერიდან, სკოლაში კარგად აღჭურვილი კლას-კაბინეტი იფუნქციონირებს და ყოველწლიურად მათემატიკაში გამორჩეულ მოსწავლეს ჯამბულ კუხალაშვილის სახელობის პრემია გადაეცემა.
ღონისძიებას ჯამბულ მასწავლებლის, ოჯახის წევრები, მეგობრები, სკოლელები, ხელისუფლების და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათ, მარიამი საჯარო მადლობას უხდის და პირველი პრემიის მიმღების სახელსაც ასაჯარებს.
,,უდიდესი მადლობა მეორე საჯარო სკოლას მამაჩემის სახელის უკვდავებისთვის, დაფასებისთვის, გახსენებისთვის და დიდი სიყვარულისთვის!
ყველა მასწავლებელს,მის მეგობრებს, ქალბატონ ნუნუს, ბატონ ლადოს, ხათუნას!
2022 წელს ჯამბულ კუხალაშვილის სახელობის პრემია გადაეცემა დათო იოსელიანს!? -წერს საუკეთესო პედაგოგისა და მათემატიკოსის ქალიშვილი მარიამ კუხალაშვილი.












