LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაოგნებული ვიყავი მძღოლით..-რას ყვება გიორგი ოჩიგავა

გაოგნებული ვიყავი მძღოლით..-რას ყვება გიორგი ოჩიგავა

დაპოსტა 2022/06/04-ში
A A
269
ნახვა
გაზიარება

ასეთი თავხედობა?-რაში ადანაშაულებენ გიორგი ოჩიგავას

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ოჩიგავა აქვეყნებს პოსტს, რომელსაც გულგრილად ვერ წაიკითხავთ. წერს 16 წლის ბიჭზე, რომელიც გუშინ ავტობუსში ცუდად გახდა.

,,გუშინ საღამოს მეგობართან საზოგადოებრივი ტრასპორტით მივდიოდი. როგორც კი დაიძრა, ბიჭს ცხვირიდან სისხლი ჩანჩქერივით წასკდა, სისხლდენა არ წყდებოდა. უცებ დაეცა, შემდეგ კი გონება დაკარგა.

ავტობუსი გაჩერდა, ხალხი მისცვივდა 16 წლის ბიჭს. არ ვიცი, როგორ მეყო ძალა, რომ პირველყოვლისა ადამიანები, რომლებიც ბიჭს თავზე ედგნენ, წამებში დამეშალა, კართან ბიჭი გამოგვეწია.

როცა მივედი ახლოს, ვიღაც ქალს მისი თავი ხელებში ეჭირა, ვიღაც ბიჭი კი ცხვირიდან სისხლს აცილებდა. აშკარა იყო, წაქცევის შემდეგ სისხლი ცხვირიდან ვეღარ გადმოვიდოდა და მალე ბიჭი სისხლში დაიხრჩობოდა. სასწრაფოდ ოდნავ გადმოვატრიალეთ, მე ცივი წყლით ხელები დავისველე და საფეთქლებზე დაუწყე ხელების მოძრაობა, რამაც ცოტა აზრზე მოიყვანა.
,,თვალებში სითეთრეა, ვერაფერს ვხედავ” – გაიძახოდა 16 წლის ბიჭი. 30 მგზავრიდან თითქმის 15-მა დაურეკა სასწრაფოს.

დაახლოებით 1 საათის შემდეგ პოლიცია მოვიდა, იქვე ჩაირა ავტობუსი გაჩერებული რომ შენიშნა, დაინტერესდა და ვიღაც გაბღენძილი, რამდენიმე დღის წინ პროფესიული დღე რომ აღნიშნა, უტეხად მოგვვარდა. ,,აქ რა ხდება?!” – მხოლოდ ეს იკითხა. დაინახა ბავშვი – ან რა სჭირს, რა დაემართა, ან სასწრაფოს თუ გამოუძახეთ – მსგავსი არაფერი უთქვამს. პირდაპირ მოსთხოვა სახელი და გვარი და პირადობის მოწმობა. ბავშვს მხოლოდ სასკოლო ბარათი აღმოაჩნდა. გამოგლიჯა და ბაზაში დაიწყო გადამომწება.

საათნახევრის შემდეგ კი პოლიციის და ავტობუსში მყოფი ხალხის დაჟინებული ზარების შემდეგ სასწრაფოც გამოჩნდა.

ამასობაში ბავშვმა გონება 4-ჯერ დაკარგა და ცხვირიდან ოდნავი სისხლდენაც ჰქონდა. პირველადი დახმარება გაწეული იყო, 2-საათაინი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა რომ არც ერთ მგზავრს ავტობუსი არ დაუტოვებია და იქ მდგომები ბავშვის ჯანმრთელობაზე დარდობდნენ. 3 ადამიანის მიერ გაწეულმა დახმარებამ ბავშვი გადაარჩინა.

პოლიციას პირდაპირ ვუთხარი, რომ უტაქტოები იყვნენ. რამაც დაძაბულობა გამოიწვია, შემდეგ სხვებიც ჩაერთნენ,რადგან შიში გაჩნდა, რომ პოლიცია წამიყვანდა.

ხალხნო, ამ დაქანცულ, ნაჯაფარ, სამსახურიდან წამოსულ ადამიანებს ფეხი არ გაუდგამთ, სხვა ავტობუსში არ გადამჯდარან, სანამ ბავშვი არ მოძლიერდა.

აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს გვერდით დგომის ნიჭი ისევ აქვთ, ამ გაციებულ და ბოროტ სამყაროში 16 წლის ვაკომ შეძლო,ასე ყველას ერთად გამოეხატა მისდამი გულწრფელი დახმარება.
გაოგნებული ვიყავი მძღოლით, რომელიც ბავშვს გვერდიდან არ მოსცილებია, ქალით, რომელსაც ბავშვის თავი ხელში ეჭირა, ბიჭით, რომელიც სისხლიან ,,სალფეთქებს” სწრაფ-სწრაფად აცილებდა ცხვირიდან. საკუთარი თავით, რომელმაც შევძელი, ბოლომდე მის გვერდით ვმდგარიყავი.

პოსტს შექებისთვის არ ვწერ, ვწერ იმიტომ, რომ ჯანდაცვა გაუმართავია, პრობლემა აქვს, პოლიცია ადამიანების დახმარებაზე არაა ორიენტირებული, დღეს პოლიცია დაშინებაზე დგას…
მადლობა ყველას, ვინც იქ იყო, თქვენ დამიბრუნეთ განცდა, რომ ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკეთის კეთება შეუძლიათ”, – წერს გიორგი ოჩიგავა.

თეგები: ადამიანობაგიორგი ოჩიგავადახმარება
გაზიარება108

დაკავშირებული -პოსტები

პოლიციამ ავტომობილის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.მ.-ს...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

15 ივლისიდან შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირი ავიარეისები ამოქმედდება. პირდაპირ ფრენებს ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines განახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, China Eastern Airlines შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს....

დაწვრილებითDetails

1-ელი მაისიდან სანქციები და ჯარიმები იზრდება – დეტალები

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
მთავარი

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე ვახტანგ სოლოიანს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ბრუკლინში, Kings Highway-ის მიმდებარედ, Santander Bank-თან ახლოს ცხოვრობს. სოლოიანი ერთ კვირაზე მეტია ახლობლებთან კონტაქტზე აღარ გასულა.ოჯახის წევრები და მეგობრები...

დაწვრილებითDetails

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა სადილზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
უკრაინა აღარ არსებობს, და მისი აღდგენა შეუძლებელია- დონალდ ტრამპი
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, არ ფიქრობს, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე მომხდარი ინციდენტი ირანში მიმდინარე ომს უკავშირდება, თუმცა დასძინა, რომ თეირანის მიმართ მისმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული კ.კ. და იმავე...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ავარიის შედეგად ბესო შარაშენიძე გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
სამტრედიაში ავარიის შედეგად ბესო შარაშენიძე გარდაიცვალა
მთავარი

სამტრედიაში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 23 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი ბესო შარაშენიძეა. შემთხვევა გუშინ, 25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა....

დაწვრილებითDetails

ტრამპზე თავდასხმის მცდელობა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა
მთავარი

ტრამპზე თავდასხმის მცდელობა. თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, პირველი ლედისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ევაკუაცია მოხდა. შეიარაღებული პირი იმ სასტუმროში შეღწევას ცდილობდა, სადაც ვახშამი...

დაწვრილებითDetails

26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

26 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.   უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"