“არავინ გვთხოვს იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, ძალიან ცოტაა ასეთი ქვეყანა დარჩენილი ევროპაში, სადაც პარლამენტში არ მიეცა საშუალება ზელენსკის,
რომ გამოსულიყო სიტყვით. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობის?… თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ?
ვინც მიიღებს როგორც ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში” -სალომე ზურაბიშვილი










