ესპანური გამოცემა El Periodico-ს ცნობით, შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი ფეხბურთელის ღალატია. ტაბლოიდების ცნობით, წყვილი უკვე რამდენიმე კვირაა ერთად აღარ ცხოვრობს. პიკე ღამის კლუბებში არაერთხელ გადაიღეს მეგობართან და კოლეგასთან რიკი პუჩთან, ისინი ქალბატონების გარემოცვაში ატარებდნენ დროს. წყვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.შეგახსენებთ, შაკირამ და პიკემ 2010 წელს გაიცნეს ერთმანეთი, 2011 წელს მათი რომანი დადასტურდა. ერთი წლის შემდეგ წყვილს პირველი ვაჟი შეეძინა, სამი წლის შემდეგ მეორე. ცნობისთვის პიკე შაკირაზე 10 წლითაა უმცროსი.
ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით, Meta-ს დამატებით $567 მილიონის გადახდა დაეკისრა
ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო, დამატებით $567 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, ამერიკულ კომპანიას, არასრულწლოვნების მავნე კონტენტისგან ეფექტიანად დასაცავად, Facebook-ზე,...









