მანამ, სანამ მოსამართლე საბოლოო ვერდიქტს გამოიტანდა, ჯონი დეპმა ლონდონში გაფრენა გადაწყვიტა და „ალბერტ-ჰოლში“ კონცერტი გამართა, მან ჯონ ლენონის კომპოზიცია შეასრულა და საოცარი პერფორმანსი მოაწყო.ირკვევა, რომ დეპის კონცერტზე მისი ყოფილი შეყვარებული, კეიტ მოსიც იმყოფებოდა. მოდელი პაპარაცებმა კულისებიდან გამოსვლის დროს გამოიჭირეს. ვარსკვლავს შავი ტანისამოსი ეცვა და სრულიად უმაკიაჟოდ იყო წარმოდგენილი.
ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით, Meta-ს დამატებით $567 მილიონის გადახდა დაეკისრა
ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო, დამატებით $567 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, ამერიკულ კომპანიას, არასრულწლოვნების მავნე კონტენტისგან ეფექტიანად დასაცავად, Facebook-ზე,...









