აშშ-ში, ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარ სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანიც, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაღუპულია თავად ის პირიც, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ოკლაჰომას გუბერნატორმა მომხდარი შეაფასა, როგორც “ძალადობისა და სიძულვილის აქტი”.









