ავსტრალიის სანაპიროსთან მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალმცენარე აღმოაჩინეს. ერთი თესლიდან აღმოცენებული მცენარის ზომა მანჰეტენზე დაახლოებით სამჯერ დიდია, – წერს BBC.
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მცენარე დაახლოებით 200 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ის, სულ მცირე, 4 500 წლის წინ აღმოცენდა ერთი თესლიდან.
წყალმცენარე დასავლეთ ავსტრალიაში, შარკის ყურეშია აღმოჩენილი.









