ჩადიში, კოური ბოუგოუდის მაღაროში ოქროს მოპოვების ყველა სამუშაო შეჩერებულია – მავრიტანიიდან და ლიბიიდან ჩასულ ადამიანებს შორის მწვავე დაპირისპირებას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC წერს.
დაღუპულია დაახლოებით 100 და დაშავებულია 40-მდე ადამიანი. მედია კონფლიქტის ზუსტ მიზეზს არ წერს.
დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ვითარების განსამუხტად, მთავრობას ადგილზე სამხედროების გაგზავნა დასჭირდა. ჩადის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის თქმით კი, ჯარისკაცებმა ვითარება კი არ განმუხტეს, არამედ სწორედ მათი მისვლის შემდეგ გაიზარდა მსხვერპლი, რადგან ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. ამას მთავრობა უარყოფს.









