76 წლის ჰელენ მირენმა „კანის 75-ე კინოფესტივალზე“ თავისი გამოჩენით ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის წითელ ხალიჩაზე ენდი მაკდაუელთან ერთად აცეკვდა. საოცრად გამოიყურებოდა ლეგენდარული მსახიობი, მას „დოლჩე და გაბანას“ ვერცხლისფერი კაბა ეცვა. ახლახან, ინტერნეტსივრცე მირენის უახლესმა ფოტოებმა მოიცვა, ის სასტუმროს აივანზე გადაიღეს. მირენი ჯერ თეთრი ხალათით გამოჩნდა, შემდეგ ყოველდღიური ტანისამოსით, ბოლოს კი სენსაციური „ლუქით“, მას ME+EM-ის მწვანე კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 495 ევროს შეადგენს.
ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით, Meta-ს დამატებით $567 მილიონის გადახდა დაეკისრა
ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო, დამატებით $567 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, ამერიკულ კომპანიას, არასრულწლოვნების მავნე კონტენტისგან ეფექტიანად დასაცავად, Facebook-ზე,...









