რეგიონების მიხედვით საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა იმერეთი,რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთში დაფიქსირდა. 130 შემთხვევიდან სულ 21 ადამიანი დაიღუპა.
სულ, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში 1121 ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 99 პირი დაიღუპა, ხოლო 1583 დაშავდა.
საგზაო შემთხვევათა უმეტესობის მიზეზი გასწრების მცდელობა და მოპირდაპირე ზოლში გადასვლა სახელდება, ასევე ალკოჰოლური თრობა და გადაჭარბებული სიჩქარე.
უმეტესად, ავტოსაგზაო შემთხვევების მონაწილეთა და დაღუპულთა ასაკი 18-დან და 60 წლამდე მერყეობს.










