უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება “ტვიტერზე” წერს, ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი.
“რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ.
მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე.
ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი”, – წერს კულება.










