რა გახდა ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშის გადმოვარდნის მიზეზი – საქმის ძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ მშენებლობაზე დასაქმებული სხვა მუშებიც, რომლებიც, როგორც ჩანს, სამართალდამცავებმა უკვე დაამუშავეს.
რაღაც პრობლემები ჰქონდა ოჯახში, ტელეფონი, ჯვარი და რაღაცეები ჰქონდა დატოვებული, საიდანაც გადახტა, – ამბობს ერთ-ერთი მუშა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოკითხვები უკვე დაიწყო. აბასთუმნის პოლიციის განყოფილების უფროსი არ პასუხობს კითხვას, რატომ დაიწყო აღიძრა საქმე თვითვმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და არ განხილულა ვერსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ადგილზე შრომის უსაფრთხოების ზომები არ ყოფილა დაცული.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არც იმ კლინიკის წარმომადგნელები აკეთებენ, სადაც 38 წლის მამაკაცი მოათავსეს.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან, მუშა გადმოვარდა. 38 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ხერხემალი აქვს დაზიანებული. თავადაპიველად დაშავებული ახალციხის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ის კასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
წყარო: tvpirveli.ge










