ფეისბუქ გვერდზე კობა გურული პოსტს ავრცელებს. ის ადამიანებს გულისხმიერებასა და დახმარებას თხოვს:
“კიდევ ორი ოჯახი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან უკრაინიდან! ამჯერადაც მარიუპოლიდან ისინი ჩამოვიდნენ მხოლოდ რაც ტანზე აცვიათ მთელი ამ ქონებით , მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ, სტრატეგია აღმაშენებელის გუნდი! მამაკაცები ბრუნდებიან უკან ისევ სამშობლოს დასაცავად! დედები და ბავშვები კი რჩებიან ქუთაისში! არა აქვთ ბავშვებს ჩასაცმელი, აქვთ საკვების პრობლემა მეგობრებო თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვა მათ საბანკო ანგარიშზე დიდი დახმარებას გაუწევს ამ ადამიანებს! ჩვენ ვეხმარებით რაც შეგვიძლია!”











