LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა მოხდება თუ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავთ – ცვლილებები კანონში

დაპოსტა 2019/11/06-ში
576
ნახვა
გაზიარება

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება. უფრო კონკრეტულად, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია – რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

„ნასვამობასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტულად ვისაუბროთ იმ პრომილეებზე, რაც ალბათ აინტერესებთ მოქალაქეებს. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით ადმინისტრაციულ პატიმრობას კონკრეტულად ამ დარღვევაზე, რადგან ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია. რაც შეეხება ცვლილებებს, თუ მაგალითად ამ დრომდე იყო მხოლოდ მართვის მოწმობის 1 წლიანი ჩამორთმევა, ცვლილებების მიხედვით, მიდგომები მკაცრდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქამდე არ გვქონია პასუხისმგებლობა ისეთ შემთხვევებზე, თუ ამ 1 წლის განმავლობაში პირი კვლავ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს. ცვლილებების თანახმად, უკვე ადმინისტრაციული სახდელი შემოდის. კერძოდ, მე-2 დარღვევაზე მძღოლს 3-დან 15 დღემდე პატიმრობა, ხოლო მე-3 შემთხვევაზე 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება. კანონი ემსახურება იმას, კონკრეტულად ამ დანაშუალს ისეთი პასუხისმგებლობით მივუდგეთ, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშია. ხაზგასასმელია, ისიც რომ როდესაც ამ ტიპის ცვლილებები შედის კანონში, მძღოლების მხრიდან ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა იგრძნობა,“-აღნიშნა ლალიაშვილმა.

რაც შეეხება ალკოჰოლური თრობის ქვეშ ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით, კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:

  • სისხლში ეთინოლის 0,3 პრომილედან – 0,7 პრომილემდე შემცველობაზე – 500 ლარი და 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა;
  • 0,7 პრომილედან ზევით – 1000 ლარი და 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა;
  • შემოწმებისთვის თავის არიდება -1000 ლარი და მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლით.

ნასვამი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მეორედ/მესამედ მართვის შემთხვევებზე, პასუხისმგებლობად განისაზღვრა მართვის უფლების ჩამორთმევა და ამავდროულად შემოღებულია დამატებითი სახდელი – ადმინისტრაციული პატიმრობა, სხვადასხვა ვადით. კერძოდ:

  • სიმთვრალის გამეორება სახდელის მოხდამდე – მართვის უფლების ჩამორთმევის 1 წლით გაზრდა და ადმინისტრაციული პატიმრობა 3-დან 15 დღემდე ვადით;
  • სიმთვრალის მესამედ ჩადენა სახდელის მოხდამდე – მართვის უფლების ჩამორთმევის 2 წლით გაზრდა და ადმინისტრაციული პატიმრობა 7-დან 15 დღემდე ვადით.
  • ნასვამ და მართვის უფლების არ მქონე პირის მიერ ავტომანქანის გამეორებით მართვა – ჯარიმა 2 500 ლარი და 10-დან 15 დღემდე პატიმრობა.
  • ნასვამი პირის მიერ მეორედ/მესამედ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევებზე, რასაც მოჰყვება ავარია, მძღოლი დაჯარიმდება 3 500 ლარით, მართვის უფლების ჩამორთმევა გაეზრდება 3 წლის ვადით და ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება 10-დან 15 დღემდე ვადით.
თეგები: ალკოჰოლიკანონიმანქანის მართვა
გაზიარება252

დაკავშირებული -პოსტები

რუსთავში 16 წლის ბიჭი დაჭრეს

იანვარი 24, 2026
69
მთავარი

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქთან ბიჭებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ბიჭს ჭრილობები ცივი...

დაწვრილებითDetails

“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი

იანვარი 23, 2026
95
მთავარი

მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია – რა ღირს საქართველოში

იანვარი 23, 2026
98
მთავარი

საქართველოში ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 431 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 325 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 252 ლარია....

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

იანვარი 23, 2026
968
@?FFKM.3
მთავარი

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ – აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა....

დაწვრილებითDetails

პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

იანვარი 23, 2026
50
მთავარი

პედიატრი, თეო ტაბატაძე სიცხის დამწევებთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს. სპეციალისტს მივმართოთ და გადავამოწმოთ, რომელი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ ბავშვებისთვის: „ორი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ პატარებში სიცხის კონტროლისთვის, ეს გახლავთ პარაცეტამოლისა და...

დაწვრილებითDetails

ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს

იანვარი 23, 2026
46
მთავარი

თანამედროვე ცხოვრების პირობებში, სადაც სწრაფი ტემპი, მუდმივი სტრესი და ეკრანებზე დამოკიდებულებაა გავრცელებული, ხარისხიანი ძილის შენარჩუნება რთულ გამოწვევად რჩება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ხარისხიანი ძილის მნიშვნელობის გააზრება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრევენციულ...

დაწვრილებითDetails

მეცნიერებმა დაასახელეს „მკვლელი“ დრო – როდის არ უნდა ჭამოთ ვახშამი

იანვარი 23, 2026
65
მთავარი

მეცნიერებმა დაადგინეს რომელ საათზე უნდა ივახშმოთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. 21:00 საათის შემდეგ ჭამა ზრდის ინსულტის და გულის შეტევის რისკს, ნათქვამია სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში. კვლევის თითოეულ მონაწილეს თვალყურს...

დაწვრილებითDetails

,,ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ…” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

იანვარი 23, 2026
65
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: ,,დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ,...

დაწვრილებითDetails

Picot-ის ბავშვთა კვების რამდენიმე პარტიას ამოიღებენ – დისტრიბუტორი დაჯარიმდა

იანვარი 23, 2026
40
მთავარი

ფრანგულმა მწარმოებელმა „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის...

დაწვრილებითDetails

ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში

იანვარი 23, 2026
122
მთავარი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. „ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».