რუსეთმა ჯავშანტექნიკა სახელად „BMP-T Terminator“, სავარაუდოდ, სევეროდონეცკის რეგიონში, დონბასზე შეტევის ფარგლებში გაგზავნა – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ამ შეტევაში “ძალების ცენტრალური ჯგუფია” ჩართულია – ერთადერთი ფორმირება, რომელიც ამ სამხედრო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება.
“ძალების ცენტრალურმა ჯგუფმა” ადრე მძიმე დანაკარგები განიცადა, როდესაც აღმოსავლეთ კიევში შეჭრის პირველ ეტაპზე გარღვევა ვერ შეძლო”, – აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.










