LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ნუ გახდებით სიკვდილის დისტრიბუტორები”-რა განცხადებას ავრცელებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი

დაპოსტა 2022/05/21-ში
A A
191
ნახვა
გაზიარება

“ნუ გახდებით სიკვდილის დისტრიბუტორები” – თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა  ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგის წარმოებისთვის საგანგაშოდ მასშტაბურია.

“ბოლო ხანს, საგანგაშოდ მასშტაბურია თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგი მედიკოსების ხელით აწარმოოს. კომპანია “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების სტარატეგიის მოტივით, უკანონოდ ასპონსორებს ექიმებთან შეხვედრებს, რომელთა მიზანია მოდერნიზებული, ახალი ტიპის, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის პოპულარიზაცია.

ინდუსტრიის განსაკუთრებული სამიზნეა ოჯახის ექიმები, სტომატოლოგები, კარდიოლოგები, პულმონოლოგები და ონკოლოგები, ის მიმართულებები, სადაც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით ყველაზე ხშირად ხვდებიან პაციენტები. ინდუსტრიის მიზანია, გადაიბიროს ექიმები, რომლებმაც პაციენტებს ერთი მომაკვდინებელი პროდუქტიდან, კლასიკური სიგარეტიდან ახალ, მოდერნიზებულ სასიკვდილო პროდუქტზე გადასვლა უნდა ურჩიონ და გახდნენ სიკვდილის დისტრიბუტორები, მაშინ, როდესაც ექიმის მისიაა, დაეხმაროს თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე დამოკიდებულ პირებს,  საბოლოოდ გათავისუფლდნენ ლეტალური პროდუქტისგან.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინდუსტრია გასახურებელი თამბაქოს, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივას, ისევ მის მიერ დაფინანსებული კვლევებისა და მოსყიდული მეცნიერების მოსაზრებებით “ამყარებს”.

საგანგაშოა, რომ ინდუსტრიის ამ ტიპის აქტივობებს დაემატა ახალგაზრდული ბანაკების, ე.წ. „დისრაფ ქემფი“ ორგანიზებაც, რაც გულისხმობს წარჩინებული ახალგაზრდების დამუშავებას და მათში ლოიალობის გაჩენას მკვლელი პროდუქტის მწარმოებელი ბიზნესის მიმართ. მიზანი ნათელია, ეს ახალგაზრდები ხვალ ქვეყნის მართვის სათავეში იქნებიან და მხარს დაუჭერენ თამბაქოს ინდუსტრიის კერძო და ადამიანის სიცოცხლის საწინააღმდეგო ინიციატივებს.

ექიმების, ახალგაზრდების, პოლიტიკოსების და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის მოსყიდვის მცდელობა აკრძალულია თამაბქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით, თამბაქოს კონტროლის ეროვნული კანონდებლობით და დაწესებულია შესაბამისი სანქციები.

სამწუხაროდ, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, უკანონო და არაჰუმანური აქტივობები არ შეწყვიტეს. მეტიც, უფრო გაიზარდა მთავარი აქტივისტების რაზმი, რომელსაც, პარადოქსია, მაგრამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები და მოადგილეები შეადგენენ. მთავარი აქტივისტები არიან, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები ანდრია ურუშაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიგი წერეთელი, ასევე მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან ჯუღელი. სოციალური კვლევების ინსტიტუტს, რომელიც კომპანია “ფილიპ მორისისაგან” აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისთვის პირდაპირ ფინანსდება, შეემატა  ჯანდაცვის კვლევის კავშირიც (დირექტორი მაია ბუწაშვილი, კვლევების დირექტორი გიორგი კამკამიძე).

მოვუწოდებთ ყველა ექიმს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტს, ჯანდაცვის და სამედიცინო პროფილის არასამთავრობო და პროფესიულ ასოციაციებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ღონისძიებებში. ასოციაციებმა წევრობა შეუწყვიტონ ზემოაღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს.

მივმართავთ საელჩოებსა და დონორ ორგანიზაციებს, აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს შეუწყვიტონ მიმდინარე დაფინანსება და მომავალში მათზე არ გასცენ  გრანტი, ან ტექნიკური დახმარება.

მოვუწოდებთ ფინანსურ და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც ევალებათ შესაბამისი უკანონო აქტივობების აღკვეთა და სანქციების დაკისრება, დროულად და ეფექტურად მოიკვლიონ ყველა კონკრეტული აქტივობა და შესაბამისი სამართლებრივი ზომები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანიზაციებისგან მსგავს, მავნებლურ ქმედებებზე წაყრუება  და კანონის უგულვებელყოფა აღიქმება, როგორც თამბაქოს ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი ინტერესების მფარველობა,”- აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

თეგები: თამბაქოთამბაქოს კონტროლის ალიანსი
გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი
მთავარი

ნარიმან მაქარაშვილი(ბერი ნიკოლოზი) ფონიჭალაში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს . უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.   გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მარნეულის სოფელ ზემო სარალიდან თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული.   მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

75 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

  საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს     აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი
მთავარი

ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა,ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ ბიძინა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...

დაწვრილებითDetails

“დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" BBC-ის რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. პაპუაშვილმა განმარტა საჩივრების პროცედურა, რომელიც BBC-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"