უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “აზოვსტალის” მებრძოლებს მიეცათ მკაფიო სიგნალი, რომ გამოსულიყვნენ და თავიანთი სიცოცხლე გადაერჩინათ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
“დღეს ბიჭებმა მიიღეს მკაფიო სიგნალი სამხედრო სარდლობისგან, რომ მათ შეუძლიათ გამოვიდნენ და თავიანთი სიცოცხლე გადაარჩინონ”, – განუცხადა ზელენსკიმ უკრაინულ ტელეარხს.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “აზოვსტალიდან” ბოლო, 531 კაციანი ჯგუფი დღეს ჩაბარდა და დასძინა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა უკრაინელმა სამხედრომ “იარაღი დაყარა” და ქარხანას მთლიანად რუსული არმია აკონტროლებს.










