მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლეილა ცომაია ქართველ მოღვაწეს, ვერაგულად მოკლულ გურამ შარაძეს იხსენებს და მასთან ურთიერთონის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზიდის შესახებ ჰყვება:
,,ბატონმა გურამმა, კოლხური კოშკის მრავალათასიან მიტინგზე, ჩემდა მოულოდნელად დამასახელა მეორე სამგლოვიარო დელეგაციის ხელმძღვანლად.
ჩვენ არასოდეს გვქონია ახლო ურთიერთობა ( მწერალთა კავშირსა და ლიტერატურის ინსტიტუტში თუ შევხვდებოდით ერთმანეთს და ისიც მხოლოდ ძუნწი მისალმებით) და ძალიან გამიკვირდა.
ხუნტის ვიცე პრემიერ ავთანდილ მარგიანს მაგიდაზე დაურტყამს ხელი, ლეილა ცომაია რატომ დანიშნე დელეგაციის ხელმძღვანლადო! აეროპორტში გასამგზავრებლად მისულებს თვითმფრინავის გამოყოფას გვიჭიანურებდნენ.
რამდენიმე საათიანი გაურკვეველი ლოდინის შემდეგ, ბატონი გურამის მიერ მოცემული მარგიანის ტელეფონზე მომიწია დარეკვა. მარგიანმა მლაშედ მიპასუხა და შეპირებული ერთი საათის ნაცვლად, თვითმფრინავი საბოლოოდ მაინც სამი საათის შემდგომ გამოგვიყვეს.
გროზნოში ჩასულს ბატონმა გურამმა მკითხა, ხომ არაფერი დაბრკოლება გგქონიათო? მოკლედ ვამცნე საეჭვო დაბრკოლებების შესახებ და შევატყვე, რომ მოელოდა და უკმაყოფილება აესახა…
როცა გროზნოდან დავბრუნდით, აეროპორტში უშიშროების თანამშრომლები დაგვხვდნენ და სახლებში უსაფრთხოდ მისვლის პრობლემები შეგვიქმნეს. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ არავინ გაეტაცებინათ და მშვიდობიანად დაბრუნებოდნენ ოჯახებს.
კოლხური კოშკის ამ მიტინგზე მე ვამხილე და დავასახელე მოღალატეები და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სავარაუდო მკვლელები.
ფოტოზე კარგად იკითხება ჩემს გვერდით მდგომთა გაფაციცებული გამომეტყველება და ბატონი გურამის უკმაყოფილებაც ჩემი მხილებითი გამოსვლის გამო… ბატონ გურამთან მიმრთებაში უპირატესად მნიშვნელოვანი იყო ის, რაც გვაერთიანებდა.
ზვიადიც ამ თვითშეგნებით ირჩევდა ბატონ გურამს შუმავალ პირად მასსა და ხელისუფლებას შორის!… ესეც იმ უახლესი ისტორიის ნაწილია და ჩავთვალე, რომ ეგეც უნდა დამეწერა.









