პენტაგონი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგობითა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემებით შეფერხებული რუსი მეთაურების ამბიციები უფრო მოკრძალებული გახდა, თუნდაც ტაქტიკური მასშტაბით.
The Washington Post-ი მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი მეთაურები, როგორც წესი, ბრძოლის ველზე მანევრირების მიზნით, იყენებდნენ ბატალიონის ტაქტიკურ ჯარს, რომლებიც რამდენიმე ასეული ჯარისკაცისგან შედგება.
მაგრამ, როგორც აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, დონბასის რეგიონში მდგრადმა ბრძოლებმა და რუსეთის შეტევების შეფერხებამ განაპირობა ის, რომ ახლა ოპერაციებს რამდენიმე ათეულიდან 100-მდე ჯარისკაცით შემდგარი რაზმები აწარმოებს.
გარდა ამისა, ამ მცირე ერთეულებმა ასევე შეამცირეს თავიანთი მიზნები და ფოკუსირება გააკეთეს გარკვეულ ქალაქებზე, სოფლებზე, გზაჯვარედინებზე.
რუსეთის სხვა ტაქტიკა არ შეცვლილა, მაგალითად, როგორიცაა საარტილერიო დაბომბვა, რასაც მოჰყვება სახმელეთო ჯარის თავდასხმები.










