გერმანელი ასტრონავტი მათიას მაურერი წერს, რომ ის უკრაინაში მიმდინარე ომს კოსმოსიდან აკვირდება. „იქიდან დღისით ჩანს კვამლი, ხოლო ღამით – რაკეტების აფეთქებები. ეს ჩემში დიდი სინანულის გრძნობას იწვევს“, – განუცხადა მან გამოცემა Bild-ს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მაურერი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნახევარი წლის განმავლობაში იმყოფება, იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინელები მალე მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ.
„ამ ომმა ჩვენ ათწლეულებით უკან დაგვხია“, – განაცხადა გერმანელმა ასტრონავტმა.
ცნობისთვის, 19 მაისს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიომ არავითარ შემთხვევაში რუსეთს ამ ომში გამარჯვების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.










