სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერებთან ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეგიონში 1200-მდე პროექტი ხორციელდება. მათ შორის ისეთი პროექტებიც, რომელიც საყურადღებოა, მაგრამ გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე ყველა ვადის და ყველა სტანდარტის დაცვით დასრულდება.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე ესწრებოდნენ.










