მას შემდეგ, რაც ფილმის, The Rust გადასაღებ მოედანზე ტრაგედია დატრიალდა და ალეკ ბოლდუინის ნასროლმა „ბრმა ტყვიამ“ ოპერატორი, ჰალინა ჰაჩინსის სიცოცხლე შეიწირა, 8 თვე გავიდა. ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, თუმცა საბოლოო ვერდიქტი არავის გამოუტანია. გადამღებ კომპანიას ჯარიმის სახით 138 793 დოლარი დაეკისრა. 64 წლის ბოლდუინი კი აცხადებს, რომ მას ჩახმახისთვის თითი არ გამოუკრავს. მეტიც, ის ამბობს, რომ ჰაჩინსის ოჯახს მისთვის ფულის გამოძალვა სურს. ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე, ბოლდუინი რამდენიმე კინოპროექტზე დაამტკიცეს. ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია.
ირკვევა, რომ ფილმის The Rust გადაღებები გაგრძელდება. პროდიუსერების განცხადებით, ფილმის გადაღება სწორედ იმ მონაკვეთიდან გაგრძელდება, რომელზედაც დაპაუზდა. ჯერჯერობით ამ საკითხზე ალეკ ბოლდუინს კომენტარი არ გაუკეთებია, ასე რომ უცნობია, აიღებს თუ არა კვლავ მსახიობი ხელში იარაღს









